ფრანგული გასაჭიმი ჭერის დამონტაჟება როგორ მოვემზადოთ?

გასაჭიმი ჭერის ფასები

ფასი

თუ ფართი 50 კვ.მ ნაკლებია
30
/1.კვ

ფასი

თუ ფართი 50 კვ.მ მეტია
27 99
/1.კვ

ფასი

აბაზანის გაკეთება არ ანგარიშდება კვ.მ ფიქსრიებულია ფასი
250
აი დადგა მომენტი რომელსაც დიდ ხანს ველოდით – დროა დავამონტაჟოთ ფრანგული ჭერი. ჩნდება კითხვა – საჭიროა თუ არა რამენაირად მოვამზადოთ ფართი ამ პროცესისთვის? ეს ხომ მაინც სამშენებლო სამუშაოა, როგორ შეიძლება გასაჭიმი ჭერის მონტაჟი მტვერისა და ჭუჭყის გარეშე? დიახ, ნამდვილად, მტვერისა და მცირე ნარჩენების გარეშე გასაჭიმი ჭერის დამონტაჟება არ გამოვა: კედლები ხომ უნდა გაიბურღოს, ამიტომ გარკვეული მომზადება მაინც საჭირო იქნება.
ბარისოლის ფრანგული გასაჭიმი ჭერი
ბარისოლის ფრანგული გასაჭიმი ჭერი

ოთახის განთავისუფლება ნივთებისგან, ფრანგული გასაჭიმი ჭერის სამუშაოების ჩატარებამდე

პირველ რიგში, თუ იმ ოთახში სადაც გსურთ ფრანგული ბარისოლის ჭერი მონტაჟი, გაქვთ ცოცხალი ოთახის ყვავილები, აუცილებლად გადაიტანეთ ისინი სხვაგან, ყველა, გამონაკლისის გარეშე.  ჭერის დაჭიმვის პროცესში ოთახში იქნება მაღალი ტემპერატურა, რომელსაც მცენარე ვერ გაუძლებს. ტელევიზორს და ყველა მცირე ზომის ნივთს უნდა გადავაფაროთ, რადგან კედლების გაბურღვის დროს ჩნდება მცირე მტვერი, რომელიც შესაძლოა მოხვდეს ტექნიკაში და დააზიანოს მისი დეტალები. ამ მარტივი ქმედებით შეძლებთ დაიცვათ თქვენი ტექნიკა დაზიანებისგან. ასევე, ურიგო არ იქნება თუ ოთახიდან გაიტანთ თქვენთვის ძვირფას ნივთებს, როგორიცაა, ვაზები, ნახატები და სხვა ინტერიერის ელემენტები. ზოგადად, ყველაფერი, რის ნახვასაც არ ისურვებით მტვერით დაფარულს, უმჯობესია გაიტანოთ ოთახიდან. ესენია ის ძირითადი წესები, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოთ გასაჭიმი ჭერის დამონტაჟებამდე. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ყველა ფართი განსხვავებულია, ამიტომ კარგი იქნება იმ ხელოსანს, რომელიც მოვა ოთახის ზომების ასაღებად, კითხოთ, ხომ არ არის საჭირო რაიმე დამატებითი ზომების მიღება ოთახის მოსამზადებლად.
ფრანგული ბარისოლის გასაჭიმი ჭერი
ფრანგული ბარისოლის გასაჭიმი ჭერი

ოთახის დასუფთავება ფრანგული გასაჭიმი ჭერის სამუშაოების დასრულების შემდეგ

რა ტიპის დასუფთავებას მოითხოვს ფართი ფრანგული გასაჭიმი ჭერი დამონტაჟების შემდგომ. რაიმე განსაკუთრებული რჩევა იმაზე თუ როგორ დავალაგოთ ოთახი, მას შემდეგ რაც დამონტაჟდა მოჭმული ჭერი, არ არსებობს. ერთადერთი რჩევა იქნება, ნუ დაალაგებთ ოთახს სამუშაოების დასრულებისთანავე, აჯობებს დაალაგოთ მომდევნო დღეს, რადგან მონაჟის შემდეგ დაჭიმული ჭერი დაელექტროვებულია და ამიტომ ბევრ მტვერს მიიკრავს. მომდევნო დღეს, შეგიძლიათ ოთახი დაასუფთავოთ სველი წესით.
  • შევაჯამოთ ყველა საჭირო ქმედება:
  • ოთახიდან გავიტანოთ მცენარეები;
  • ტექნიკა გავიტანოთ ან გადავაფაროთ;
  • დავფაროთ მცირე ნივთები;
  • მომდევნო დღეს დავალაგოთ ოთახი.
ფრანგული გასაჭიმი ჭერი მონტაჟი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი მონტაჟი
თუ ყველა რჩევას გაითვალისწინებთ, შესაძლებელი იქნება ფრანგული ბარისოლის გასაჭიმი ჭერი სწორად და სუფთად შესრულდეს. თუ თქვენი ავეჯი არასტანდარტულია და გიჭირთ გადაწყვიტოთ საჭიროა მისი ოთახიდან გატანა, თუ გადაფარება, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია გასაჭიმი ჭერის ხელოსანთან რომელიც მოვა ზომების ასაღებად, ან გაიარეთ სატელეფონო კონსულტაცია.

დაგვიკავშირდით

მისამართი

ნუცუბიძის პლატო 4 მიკრორაიონი

მოგვწერეთ თქვენი შეკითხვა

Scroll to Top