ნაჭრის ფრანგული გასაჭიმი ჭერი

გასაჭიმი ჭერის ფასები

ფასი

თუ ფართი 50 კვ.მ ნაკლებია
27
/1.კვ

ფასი

თუ ფართი 50 კვ.მ მეტია
26
/1.კვ

ფასი

აბაზანის გაკეთება არ ანგარიშდება კვ.მ ფიქსრიებულია ფასი
250
როდესაც საცხოვრებელი სახლისთვის ან ოფისისთვის რემონტს ვგეგმავთ, ყოველი ჩვენგანისთვის დგება მომენტი, როდესაც უნდა გადავწყვიტოთ: როგორი უნდა იყოს ჩვენი ჭერი? ასეთ შემთხვევებში უმეტესობა მომხმარებლების თავის არჩევანს აჩერებს ნაჭრის გასაჭიმი ჭერებზე. ისინი, ხომ არაჩვეულებრივად ნიღბავენ ჭერის ყველა უსწორმასწორო ზედაპირს და ამასთან ერთად ქმნიან სივრცის შეგრძნებას ფართში.

ვისთვის არის განკუთვნილი ნაჭრის ბარისოლის გასაჭიმი ჭერი?

მწარმოებლები მომხმარებლებს ძირითადად ორი სახის გასაჭიმ ჭერებს სთავაზობენ – ნაჭრისას და დამზადებულს თერმოიზოლირებული ლენტისგან. ბიზნესისთვის და უწყებებისთვის, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, რომელთაც სურთ ხაზი გაუსვან საკუთარ სოციალურ სტატუსს და ვინც აფასებს კომფორტს და სიმყუდროვეს, მათთვის საუკეთესო არჩევანი გახდება ნაჭრის გასაჭიმი ჭერი, იგივე ფრანგული გასაჭიმი ჭერი, ან ბარისოლის ჭერი – თქვენ როგორც გნებავთ ისე დაუძახეთ, ისინი აბსოლუტურად ერთი და იგივეა.   ფრანგული ჭერი აბაზანაში  

როგორ მზადდება ნაჭრის ფრანგული ჭერი?

სავარაუდოდ, ზოგიერთ ჩვენგანს გვქონია შესაძლებლობა რომ დავტკბეთ ნაჭრის ფრანგული ჭერის სრულყოფილებით იქნება ეს კულტურული ცენტრები, თეატრები, კაფეები და რესტორნები, სანატორიუმები თუ სასტუმროები. ასეთი სილამაზის შემხედვარე, თავისთავად ჩნდება აზრი “როგორ მზადდება ასეთი ტიპის ჭერები?” და “როგორი თავისებურებები გააჩნია მათ ექსპლუატაციის მხრივ?” წარმოების პროცესში ნაჭრისგან დამზადებული მასალა მუშავდება სპეციალური შემადგენლობის ხსნარით, შემდეგ კი იღებება. ასეთი კონსტრუქციის მქონე გასაჭიმი ჭერის მონტაჟი ხდება ე.წ. “ცივი” ტექნოლოგიით, რომელიც გამორიცხავს მასალის და ჰაერის გახურებას საცხოვრებელ ფართში. ეკოლოგიურად სუფთა ფრანგული ჭერები ძირითად მატოვი ფაქტურის გვხვდება და მონტაჟის შემდგომ ჩვენ იდეალურად  სწორ, უნაკერო ზედაპირს ვიღებთ. მასალა ერთმანეთზე გადაბმას არ საჭიროებს, ვინაიდან დაჭიმული ჭერი სიგანეში 5 მეტრს აღწევს.    

რამდენად გამძლეა ფრანგული ბარისოლის ჭერი?

თანამედროვე ნაჭრის შეკიდული ფრანგული ჭერი იმით გამოირჩევა, რომ საიმედოდ იკავებს წყალს და არაჩვეულებრივად ატარებს ჰაერს. ჰაერი ცირკულირების დამსახურებით, ნაჭრის ზედაპირზე არ ჩნდება ობი, არ მრავლდებიან ბაქტერიები. ის სპეციალური შემადგენლობა რითიც გაჟღენთილია ნაჭერი, ასევე სძენს საგრძნობ უპირატესობას, ჭერზე არ ჩერდება მტვერი, რაც იმას ნიშნავს რომ თქვენი ბარისოლის ფრანგული დასაჭიმი ჭერი დიდხანს შეინარჩუნებს შესაშურ ვიზუალს.

გასაჭიმი ჭერი ვიზუალი და სხვადასხვა კონსტრუქციები

წარმატებულ ადამიანებს სურთ, რომ მათი სახლი იყოს მოდური და გემოვნებიანი. ამიტომაც, ისინი უპირატესობას ანიჭებენ კომპლექსურ გასაჭიმი ჭერის კონსტრუქციებს – მხატვრულად გაფორმებულს და მრავალ დონიანს. მრავალ დონიანი გასაჭიმი ჭერი მშვენივრად ყოფს ოთახის სივრცეს ზონებად, რისი მეშვეობითაც, სახლის ინტერიერი გაცილებით უფრო ორიგინალური და არასტანდარტული ხდება.  
ფრანგული გასაჭიმი ჭერი ფოტოებით
ფრანგული გასაჭიმი ჭერი ფოტოებით

მრავალ დონიანი გასაჭიმი ჭერის მონტაჟი – პროცესი

მრავალ დონიანი ფრანგული ფრანგული ბარისოლის ჭერის მონტაჟისას გასაჭიმი ჭერის ხელოსანი იყენებს ნაჭრის სხვადასხვა ფერის და ფაქტურის კომბინაციებს, ისე რომ ჭერი გამოიყურებოდეს ჰარმონიულად. ჭერის ასეთ კონსტრუქციებს ხშირად სხვადასხვა ტიპის განათებებს უყენებენ.

როგორ კეთდება მხატვრულად გაფორმებული ნაჭრის გასაჭიმი ფრანგული ჭერი?

მხატვრულად გაფორმებული ნაჭრის ფრანგული ჭერები იქმნება ასე: გასაჭიმი ჭერის ხელოსანს ნაჭერზე დააქვს დამკვეთთან შეთანხმებული ორნამენტი ან გამოსახულება. ასევე, ნაჭრის მასალაზე იყენებენ ფოტო-პრინტის ტექნოლოგიას, რომელიც მომხმარებლებში საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

დაგვიკავშირდით

მისამართი

ნუცუბიძის პლატო 4 მიკრორაიონი

მოგვწერეთ თქვენი შეკითხვა

Scroll to Top